სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი ფსიქიატრი მარინე კურატაშვილი არ ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის ფარმაკოლოგიურ წამებას.
მისი თქმით, გაეცნო ექსპრეზიდენტის დანიშნულებას და არ დარჩა მისი წამების შთაბეჭდილება.
“არა, არ ვადასტურებ, მე ვერ ვხედავ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს. მე ბატონი მიხეილ ვნახე მხოლოდ ერთხელ და იმ ნახვისას ბატონ მიხეილს ფარმაკოლოგიური წამები ნიშნები არ ეტყობოდა.
სათითაოდ გავეცანი დანიშნულების ფურცლებს, რომელიც მას აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. აქ დოზები არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ვინმეს მისი ფარმაკოლოგიური წამება უნდოდა. რა იყო სხვა დაწესებულებებში, არ ვიცი, მაგრამ გავეცანი ჩემი კოლეგებიის კონსულტაციების, სადაც ბატონი მიხეილის მონაყოლით არის დაფიქსირებული, რა წამლებს იღებდა.
კეტილეპტი დანიშნული ჰქონდა 100 მილიგრამი და თუ ვერ დაიძინებდა, უმატებდნენ 50 მილიგრამს ზოგჯერ მისი თხოვნითათ. ის რომ მას 200 მილიგრამი დაუნიშნა ერთ-ერთმა კონსულტანტმა ასაბუთებს იმით, რომ მას 150 მილიგრამი ჰქონდა დანიშნული და შეიძლებოდა დოზის მომატება”,– ამბობს კურატაშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ ე.წ. შუმოკების გამოცდილება მისთვის დღემდე ძალიან ტრავმულია.
კონსილიუმის სრული დასკვნას სახალხო დამცველი დღეს გამოაქვეყნებს.