“არ ვაპირებ მივიდე გასაუბრებაზე პარლამენტში, სადაც შოუ იდგმება” – ამის შესახებ,სახალხო დამცველობის კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, გასაუბრებაზე კანდიდატებისთვის ახსნა-განმარტებების მოთხოვნა წარსულში მათ მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სინამდვილეში არჩევანის გაკეთება ამ გასაუბრებიდან გამომდინარე არ მოხდება.
“პირდაპირ ვამბობ, რომ მე არ ვაპირებ რომ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა, თუმცა ამავდროულად არ ვაპირებ, რომ მივიღო მონაწილეობა გასაუბრებაში. თავდაპირველად ჩემი ინტერესი იმისა, რომ მიმეღო ამ პროცესში მონაწილეობა განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ეტაპი, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თვალსაზრისით და მივიჩნიე, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო გამონაკლისი და ხელისუფლებას მართლაც შეერჩია კომპრომისის შედეგად, პრინციპულ, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა გასაუბრების პროცესმა მე არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ისინი რეალურად ისახავენ მიზნად შეარჩიონ ასეთი კანდიდატურა, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის მისაღები და დააკმაყოფილებს ყველ იმ პირობას, რომ ქვეყანას ჰყავდეს ქვეყანას ჰყავდეს ღირსეული სახალხო დამცველი. […]ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ პარლამენტის მოქმედი წევრი, იაგო ხვიჩია არის ერთ-ერთი კანდიდატი, მას არ დაუყენებია თვითაცილების საკითხი, ის იღებს გასაუბრებაში მონაწილეობას და მისი გუნდი ასვე სვას კითხვებს და ისინი, რა თქმა უნდა, იქნებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, როდესაც საკითხი დადგება კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ვინაიდან, მას უნდა დაეყენებინა თვითაცილების საკითხი, ან პროცედურით უნდა ყოფილიყო გაწერილი ყველა ის დეტალი, თუ როგორ უნდა ყოფილიყო თავიდან აცილებული ინტერესთან კონფლიქტი”, – ამბობს ჯანეზაშვილი.