„ამ დავის იურიდიული თუ არსებითი ნაწილის განხილვას არ ვაპირებ, რადგან ეს აბსურდია. ცალსახაა ერთი რამე, ხელისუფლებას ფიზიკურ ტერორთან ერთად ფინანსური ტერორი აქვს დაწყებული. ეს საქმეები ფინანსური ტერორია ადამიანების წინააღმდეგ. ივანიშვილი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დროს ადამიანებს, თითო სოფელს, 5 მილიონს პირდებოდა, 5000-ლარიანი ჯარიმით ასაჩუქრებს საკუთარ მოქალაქეებს. დაახლოებით, 3 მილიონი ლარის ამოღება უნდათ საკუთარი მოქალაქეების ჯიბიდან. მე არ ვაპირებ არანაირი ჯარიმის გადახდას, წერტილი, ვერავის მოვუწოდებ ასე იმოქმედონ, ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი ადამიანების დაშინებას ისახავს მიზნად. ის ქვითრები, რომელსაც წერენ დასანქცირებული მოსამართლეები, შეუძლიათ თავისთვის რელიკვიად შეინახონ”
აცხადებს ოპოზიციონერი ლიდერი, გიგი უგულავა.