არ ვფიქრობ, რომ თუ ადამიანები საქმეს კეთილსინდისიერად აკეთებენ, უნდა განვსაჯო, ვის დროს არიან მოსული – იოსელიანი წულუკიანს

“არ ვფიქრობ, რომ თუ ადამიანები საქმეს კეთილსინდისიერად აკეთებენ, უნდა განვსაჯო, ვის დროს არიან მოსული” – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა და გამოეხმაურა თეა წულუკიანს, რომელმაც სახალხო დამცველს სტრუქტურაში რეორგანიზაციისკენ მოუწოდა.

„ქალბატონი თეა წულუკიანის მოხსენება საკმაოდ კრიტიკულ იყო. მე ვმუშაობ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დამხვდნენ სახალხო დამცველის აპარატში. მათი ნაწილი არის ბატონი სოზარის დროიდან, ნაწილი მომდევნო სახალხო დამცველების. მე არ ვფიქრობ, რომ თუ ადამიანები თავიანთ საქმეს აკეთებენ კეთილსინდისიერად, უნდა განვსაჯო თუ ვის დროს არიან ისინი მოსული. რეორგანიზაციის საფუძველი შეიძლება იყოს ბევრი სხვა რამ, მაგრამ არა ეს.

არ ვიცი, რაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ ჩემი იმედი არ გაქვთ, რომ თქვენი უფლებები დავიცვა, მაგრამ დამერწმუნეთ, თუ სახელმწიფო დაარღვევს თქვენს უფლებებს, აუცილებლად დავიცავ. სახალხო დამცველი ადამიანების უფლებებს იცავს სახელმწიფოსგან და პირიქით. ეს არის მანდატის შინაარსი. მე ყოველთვის დავგმობ პოლიციელზე ძალადობას და ამას ნახავთ აქციებთან დაკავშირებით ჩემს ანგარიშშიც. თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი აქცენტები გაკეთდება მოქალაქეებზე“,