“არ იმსახურებს ფეხის დადგმას ისრაელის მიწაზე” – ისრაელმა ანტონიო გუტერეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა და განაცხადა, რომ ის “არ იმსახურებს ფეხის დადგმას ისრაელის მიწაზე”.

ისრაელ კაცი აცხადებს, რომ გუტერეშმა ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმა “ცალსახად” არ დაგმო.

  • “ვისაც არ შეუძლია ცალსახად დაგმოს ირანის ამაზრზენი თავდასხმა ისრაელზე, როგორც ამას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა აკეთებს, არ იმსახურებს ფეხის დადგმას ისრაელის მიწაზე… ისრაელი გააგრძელებს თავისი მოქალაქეების და ეროვნული ღირსების დაცვას, ანტონიო გუტერეშთან ერთად ან მის გარეშე,” – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.