“არ მაინტერესებს ამ ადამიანების რჩევა და მოწოდება, მიეხედათ სააკაშვილისთვის, როცა გამოზარდეს მკვლელი “- პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარებს, მიხეილ სააკაშვილის სახით “დიქტატორისა” და “მვკლელის გამოზრდაში” ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ არ აინტერესებს ევროპარლამენტარების არც რჩევა და არც მოწოდება.
“ერთ-ერთი ევროპარლამენტარი, რომელიც არის არის სააკაშვილის პირადი მეგობარი. ვანო მერაბიშვილი, ამ მჩაგვრელი ადამიანის დროს, ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო ქალბატონი ეკა ზღულაძე და ზღულაძის მეუღლე, ბატონი გლუქსმანი გამოდის ყოველდღე ბრძნული რჩევებით და ჭკუას გვარიგებს. ჩემი პოზიცია იყო, რა თქმა უნდა, არ მაინტერესებს ამ ადამიანების არც რჩევა, არც მათი მოწოდება.მე ვეკითხები ხალხს, უნდა მაინტერესებდეს ამ ადამიანების რჩევა? მათ მიეხედათ სააკაშვილისთვის, როცა გამოზარდეს ეგ დიქტატორი, როცა მკვლელი, რომელიც გამოზარდეს, რომელმაც დაანგრია ჩვენი ქვეყანა. სააკაშვილმა, მელიამ და ყველამ ამ ბანდამ, რომელიც აქ თარეშობდა”, – აცხადებს ღარიბაშვილი.