არ მგონია თავად მას ეკუთვნოდეს, მაქვს ეჭვები – ზალკანიანი დენის შმიგალის ტვიტზე

“არ მგონია თავად მას ეკუთვნოდეს, მაქვს ეჭვები”- ასე ეხმაურება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გამოეხმაურა უკრაინის პრემიერმინოსტრის დენის შმიგალის ტვიტს, სადაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ქართულად მიმართავს და ფრენის ნებართვის გაცემას თხოვს.

„ეჭვი მაქვს, ამ ტვიტის შექმნაში თვითონ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული, მაგრამ ეს ჩემი ვარაუდებია, რადგან ის ტექსტი, რომელიც ქართულადააბდაწერილი, მიჩენს ეჭვებს და მაქვს მოსაზრება, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს. თუმცა, ეს იქით იყოს, რადგან მესმის იქ შექმნილი სიტუაციის სიმძიმე და ყველა  ამ ემოციურ ფონზე შეიძლება გაკეთებულიყო ასეთი პოსტი,“ – ამბობს ზალკალიანი.

”მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია ირაკლი ღარიბაშვილი  გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!

თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!“- უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი, Twitter-ზე ქართულად.

ცნობისთვის, რეისი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა საქართველოს მთავრობამ გააუქმა.