თუ არ ხარ ნარკომანი და არ გიმაიმუნია, ადექი და რად გინდა ამდენი ხვეწნა მუდარა- ამის შესახებ, პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითიც თბილისის მერის, კახა კალაძეს ინიციატივას გამოეხმაურა, რომელმაც მერობის კანდიდატებს, ნარკოტესტზე შემოწმებისკენ მოწუოდა.
”კანონი არ ავალდებულებს ნარკოტესტს მერობის კანდიდატებს. მე რომ 4 წლის წინ კანდიდატი ვიყავი, ტესტი არ ჩამიბარებია, მაგრამ მე რომ ახლა ვიყო მერობის კანდიდატი, აუცილებლად ჩავაბარებდი ნარკოტესტს იმიტომ რომ, აი ეს, ფეხს რომ ითრევენ კანდიდატები, ძალიან ცუდად გამოიყურებიან, თავს იმართლებენ… თუ არ ხარ ნარკომანი და არ გიმაიმუნია, ადექი და რად გინდა ამდენი ხვეწნა მუდარა. გახარია იქნება, მელია თუ ანა დოლიძე, მოვუწოდებდი რომ გაცილებით ღირსეული, საპასუხისმგებლო ქცევა იქნება, წახვიდე, ჩააბარო, თქვა, რომ აჰა, არაფერი არ მჭირს. არ მინდა მე ნარკომანი ქალაქის მერი. მე მარიხუანა გამისინჯავს და სხვა მძიმე ნარკოტიკი აპაპაპა. ” – განაცხადა ელისაშვილმა.
ქართული ოცნების კანდიდატმა, კახა კალაძემ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მან შარდის ანალიზი ჩააბარა და ნარკოტიკზე “სუფთაა”. მან იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა სხვა კანდიდატებსაც.