პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ პატიმრები სხვა დაწესებულებაში მისი თანხმობით არ გადაჰყავთ.
“ცოტა მიკერძოებაც იგრძნობა [ომბუდსმენის] ზოგიერთ შეფასებაში. ჯერ ერთი თანხმობა არასწორად არის ნათქვამი, არ მსმენია, რომ პატიმრების განაწილება კონკრეტულ დაწესებულებაში თანხმობით ხორციელდება. რაც შეეხება ინფორმირებას, სხვათა შორის, ესეც ცოტა განსხვავებულად დასარეგულირებელია, იქ იყო საუბარი მოტყუებით წაიყვანეს, მაგრამ ფაქტია, რომ ინფორმირებული იყო მისი სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ”,- ამბობს სარჯველაძე რუსთავი 2-ის ეთერში.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა იცოდა, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში, თუმცა ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მიიყვანეს.