არ უნდა გასცდეს ენერგეტიკაზე საუბარს და რადიკალიზმში არ უნდა გადავიდეს – თურნავა ნამოხვანჰესზე

“არ უნდა გასცდეს ენერგეტიკაზე საუბარს და რადიკალიზმში არ უნდა გადავიდეს”- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ხელისუფლება ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით დიალოგისთვის მზად არის.

“კვლავ ვადასტურებთ, რომ შექმნილია ძალიან კარგი, საქმიანი პლატფორმები, სადაც ასეთი ტიპის საკითხები უნდა ირჩეოდეს, განიხილებოდეს ექსპერტების თანდასწრებით. ეს არის ექსპერტთა საბჭოს შექმნის მოწოდება და ყველა კვლევის განხილვა, ესაა საერთაშორისო მედიატორები და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიატორის ჩართულობით პლატფორმა.ასევე, ნებისმიერი შტო ჩვენი ხელისუფლების მზადაა, კონკრეტულად, საქმიანად, სამუშაო ჯგუფებში, კონკრეტულ ექსპერტებთან ნებისმიერი საკითხი განიხილოს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გაჭირდება ქუჩაში ბლოკირებით, პარალიზებით და ა.შ, რაც ტურისტების მოლოდინში, ეკონომიკის გახსნის მოლოდინში აბსოლუტურად მიუღებელია”, – თქვა ნათია თურნავამ.