“არ შეეხოს ამნისტია 19-21 ივნისის დანაშაულებში მონაწილე პოლიტიკურ თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს”- მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა, პეტიცია შეადგინეს.
საქართველოს პოლიტიკური კრიზისდან გამოსვლისთვის საერთაშორისო მედიატორების ძალისხმევით მიღებული დოკუმენტის თანახმად, უნდა გამოიცეს ფართო ამნისტია 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება აღნიშნული პერიოდის ყველა დარღვევასა და დაკავებას. მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მათთვის თვალებში დამიზნებით მსროლელი და ამის ბრძანების გამცებებს შორის ტოლობის დასმა ნიშნავს მწვანე შუქის ანთებას მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისთვისა და ანტისაოკუპაციო აქციის უდანაშაულო მონაწილეების ჯერ დამნაშვეებად შერაცხვასა და შემდეგ შეწყალებას.
აღსაღნიშნავია, რომ ”გავრილოვის ღამეს” უამრავმმა დემონსტრანტმა და მათ შორის, მედიის თანამშრომლებმაც სიცოცხლისთვის სახიფათო არაერთი დაზიანება მიიღეს სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი, დანაშაულებრივი ქმედებების გამო.
სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ამოიღონ შეთანხმებიდან აღნიშნული პუნქტი, – ნათქვამია პეტიციაში.
საქმე ეხება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიატორობით მომზადებული შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტს, რომლის მიხედვით, უნდა განხორციელდეს ამნისტია, 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.