ფორმულას დამფუძნებელი და ტელეწამყვანი, მიშა მშვილდაძე თვლის, რომ საქართველოს ახლა ორი არჩევანი აქვს – ან ევროპა, ან რუსეთი. ამ ისტორიულ მონაკვეთზე შეცდომების დაშვებით კი, საქართველო დიდი ხნით დაკარგავს შანსებს:
“ახლა წყდება ქვეყნის ბედი მეგობრებო, ბოდიში ასეთი ხმაურიანი დასაწყისისთვის, მაგრამ მართლა ასეა – ახლა ან შევძლებთ ამ ქვეყნის მოსახლეობა, რომ შევძლოთ გარდატეხა და წავიყვანოთ ეს ქვეყანა ევროპისკენ, ან გაიმარჯვებს ბიძინა და ვიცხოვრებთ რუსეთში.
ეს ყველაფერი გადაწყდება ახლა, ან დიდი იმედგაცრუება და ტყუილში, ჭაობში, ძალმომრეობაში საკუთარი ინდივიდუალური უბედურების კუნძულებზე დარჩენა გველოდება სადმე სხვაგან გადახვეწის ოცნებით, ან ისტორიული გამარჯვება და შეუქცევადი წინსვლა დასავლეთისკენ, აშენება ქვეყნის, სადაც ყველას შეგვეძლება საკუთარი ნიჭით, შრომით და შესაძლებლობების რეალიზაციით სამართლიან გარემოში შევძლოთ ვილტვოდეთ ბედნიერებისკენ და ვიცხოვროთ ჩვენს ჭკუაზე.
ან წინ ევროპისკენ, ან უკან რუსეთში – სხვა გზა არაა, ფრთხილად გონივრულად, ემოციურად, პროპორციულად და მუდმივი სიმართლის ძიებითა და რწმენით საქართველოს საზოგადოებამ, ყველა პარტნიორ სუბიექტთან ერთად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ვინც დაინტერესებულია ამ ქვეყნის განვითარებაში ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა მოვიგოთ – მომავალი თაობები კი არა, ჩვენ თვითონ ვერ ვაპატიებთ საკუთარ თავებს ვერასდროს, თუკი ეს შესაძლებლობა ან ნაადრევი აღტყინებით და ზედმეტი ემოციურობით დავკარგეთ და ან სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში ზედმეტად დიდხანს ჩარჩენით. ჩვენ უნდა შევძლოთ ზუსტად ისე გავლა ამ ისტორიული მონაკვეთის, რომ გამოვრიცხოთ შეცდომა, გამოვრიცხოთ გადაცდომა და გამოვრიცხოთ შიში – არ შეგვეშინდეს, რადგან ახლა ვერაფრით შეგვეშინდება ისე ძალიან, როგორც შეგვაშინებენ, თუ ოლიგარქმა დაგვამარცხა – ეს არ უნდა დავუშვათ!
დეოლიგარქიზაცია – ერთი სიტყვაა, მაგრამ აბსოლუტურად გასაგებია, რას გვთხოვს ევროპა, დეოლიგარქიზაცია არის ახლა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის უმთავრესი მიზანი და ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ ამ მიზნის მიღწევა, რადგან ამაზე გადის ჩვენი ევროინტეგრაციის და ნათელი მომავლის გზა.
20 ივნისს რუსთაველზე თუ ვიქნებით უპრეცედენტოდ ბევრი, ეს იქნება საუკეთესო დასაწყისი ამ რთული, მაგრამ აუცილებლად საბოლოო გამარჯვებამდე მოსაყვანი პროცესისა და დიდწილად განსაზღვრავს, რომ გამარჯვების გზით წავიდეთ!
არ შეიძლება ამ ქვეყნის მილიონობით ადამიანის, ჩვენი შვილების და მომავალი თაობების ბედი ერთ მდიდარ კაცს და მის ყველაფრისმკადრებელ მსახურებს შევწიროთ!
20 ივნისს, 20 საათზე, ყველანი რუსთაველზე შინ ევროპისკენ“– წერს მიშა შვილდაძე ფეისბუქზე.