“ეკლესიის დამოკიდებულება და მიდგომა არის ის, რომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ექიმების მოწოდებას. არ შეიძლება ვაქცინის დემონიზება, რადგან, როგორც სინოდის გადაწყვეტილება არსებობს, ის არ მოდის წინააღმდეგობაში ჩვენს რწმენასთან. ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა ამ სიკვდილის ვირუსთან გასამკლავებლად. ამიტომ, ეკლესია მოგიწოდებთ, რომ იყოთ ყურადღებით და ფხიზლად. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს ნებაყოფლობით. არავინ ძალას არ ატანს თითოეულ ჩვენთაგანს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ჩვენ უნდა დავაზღვიოთ, გავუფრთხილდეთ ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანების სიცოცხლეს.
ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ არ ვირწმუნოთ სტატისტიკა. ინფიცირებულების 98%-ს, რომლებიც დღეს საავადმყოფოში არიან, არ ჩაუტარებიათ აცრა.
თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ. ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ რომ გარდა ვაქცინაციისა, სხვა საშუალება პანდემიასთან გასამკლავებლად არ არსებობს”
ამბობს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი ქადაგებისას.