“არცერთი შეხვედრა, რომელიც იყო დაგეგმილი არათუ იმ კითხვასთან დაკავშირებით გპასუხობთ, ზოგადად რომელიც იყო დაგგემილი და შეთანხმებული არ ჩაშლილა და არც ჩაიშლება, გარანტიას გაძლევთ. მე არ მგონია, რომ თქვენ ეს ინფორმაცია გქონდეთ. მე უფრო მგონია, უფრო სწორად დარწმუნებული ვარ, რომ რადგან იყო რაღაც შეხვედრებზე საუბარი და მათთან დაკავშირებით შეთანხმება არ ყოფილა, ეს არის თქვენს ნიუსრუმში გამოგონილი ამბავი. სინამდვილეში, შეთანხმება შეხვედრასთან დაკავშირებით რომ ყოფილიყო, შეხვედრაც იქნებოდა. დანარჩენი ტყუილია”
განაცხადა, ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, რითიც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილს ბალტიის ქვეყნებში 8-9 აგვისტოს დაგეგმილი ვიზიტები გაუუქმედა.