“არა არ უნდა აიღოს” – ასე პასუხობს, მმართველი გუნდის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, უნდა აიღოს თუ არა პასუხისმგებლობა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე და დატოვოს თანამდებობა.
“არის კონკრეტული საგამოძიებო ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს. დაველოდებით, გამოიკვეთება კონკრეტულად ბრალდებები, კონკრეტულ ფაქტზე. ამის შესაბამისად კომენტარი და შესაბამისი მოთხოვნები იყოს, წინასწარ რომ აკეთებენ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათი ამოცანაა, შოუ დადგან. ყველა ტრაგედიაზე ჰგონიათ, რომ ქულების დაწერის შესაძლებლობა მიეცემათ”, -განაცხადა ზარქუამ ჟურნალისტებთან.