“მე კი გირჩევთ გაიხსენოთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე, აი სრულად პროპორციული სისტემა და დაბალი ბარიერი (რაც არ უნდა არ აიტერესებდეს ენმ-ს) რომ უნდა დადოს, ხვალვე რომ მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები, იგივენაირად გაგვისწორდება “ოცნება” 120/30-ზე სისტემით! ხო, 30 მაჟორიტარით ისევ უმრავლესობა ექნება! ეს რომ არ მოხდეს, პარლამენტში 2 კენჭისყრაა საჭირო. სულ რომ ყველა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადოთ, ამ კენჭისყრაზე დარბაზში ყოფნის პირობა აქვს დადებული ყველა ოპოზიციონერს.
არა პროპორციულს, ანუ არა არჩევნებს სინამდვილეში, ნიშნავს – არა კოალიციას! არა არჩევნებს, რაც ბოლო დღეებია ისმის, ნიშნავს – დიახ, არა კოალიციას და კი ერთპარტიულობას ისევ. რა გზით, გასაგებია თუ დაფიქრდებით.
ამიტომ ვიყოთ თანმიმდევრული, და თუ რიგგარეშე არჩევნები გვინდა და კოალიციური მმართველობა, მივიღოთ პროპორციული სისტემა დაბალი ბარიერით ამით დასტურდება ყველა პარტიის განზრახვა, რა მომავალი უნდა სინამდვილეში.
დიახ, სწორად დაგეგმილი პროტესტი და გათვლილი, რაციონალური ნაბიჯები გვჭირდება და არა ბიძინას გასახარად ისევ გულზე მჯიღი!
ჩემი რჩევა იქნება, რის მიღწევასაც ვცდილობთ, იმას ერთი დიდი პრობლემა წინ არ დავახვედროთ – იგივე სისტემა მაჟორიტარებით”
ასე პასუხობს პარლამენტის წევრი ხათუნა სამნიძე მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, დატოვონ პარლამენტი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.