პარლამენტში ქართული ოცნების რუსული კანონის განხილვის პარალელურად, 15 აპრილს, 10 საათზე აქცია დაანონსდა.
“იურიდიულ კომიტეტზე განხილვის და დამტკიცების შემდგომ, ქართულ ოცნებას შეეძლება რუსული კანონი გაიტანოს პლენარულ სხდომაზე და პირველი მოსმენით მიიღოს. Ჩვენი უმთავრესი მიზანია, რუსული კანონი ვერ გასცდეს იურიდიულ კომიტეტს და არ გავიდეს პირველ მოსმენაზე, რადგან კანონის ინიციატორს კანონპროექტის გამოთხოვა შეუძლია მხოლოდ პირველ მოსმენამდე. თუ რუსული კანონი იურიდიულ კომიტეტს გასცდა, ერთადერთი შანსი კანონის პლენარულ სხდომაზე ჩაგდებაა, რაც მკვეთრად ართულებს მდგომარეობას”, – აღნიშნულია აქციის აღწერაში.