არა ხართ ღირსი გეცვათ მოსამართლის მანტია!ხართ კლანის ერთ-ერთი მონა მოსამართლე – ისაკო დევიძე 5 ათასი ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამართალდამრღვევებად ცნო აქტივისტები ისაკო დევიძე და მარიამ გაჩეჩილაძე.

ისაკო დევიძეს 5000 ლარიანი  ჯარიმა დააკისრა, მარიამ გაჩეჩილაძეს კი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

“თქვენ იყავით ჩემი გასული ორი სასამართლოს მოსამართლე და იქიდან გამომდინარე რა გადაწყვეტილებებიც გამოიტანეთ, თქვენ არა ხართ ღირსი გეცვათ მოსამართლის მანტია და მიმაჩნია, რომ ხართ კლანის ერთ-ერთი მონა მოსამართლე. თქვენ არ უნდა მასამართლებდეთ მე, არ უნდა ასამართლებდეთ ხალხს, ვტოვებ პროტესტის ნიშნად სასამართლოს” – ამ სიტყვებით მიმართა ისააკო დევიძემ მოსამართლე ჩაგუნავას.

ოლიგარქის შსს დევიძეს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება, თუმცა ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე პოლიციამ სხვა დროის ვიდეომასალა წარადგინა მტკიცებულებად, რეალურად კი გზის გადაკეტვას მას სხვა პერიოდში ედავებოდნენ.