“არაერთხელ მითქვამს, რომ ამ თემაზე აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზივია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არსებობს პრობლემა, პირველ რიგში საჭიროა საუბარი. არ არსებობს ერები, მეზობლები, ახლობლები და ნათესავებიც კი, რომლებსაც ერთმანეთში არ უომიათ. მაგალითად, მთელი ევროპა.[…] ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს გაივლის, მართლაც ომიდან უკვე დიდი დროა გასული, უკვე 30 წელი, შესაძლებელია რაღაცგვარად ურთიერთგაგების მიმართ რაღაც მოძრაობა დაიწყოს. თუმცა ეს ნელ-ნელა ხდება. ყოველთვის მხარს ვუჭერდი ეროვნულ დიპლომატიას და როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ძალიან ხშირად ხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს. ეს იყო შესაძლებლობა, გაგვეგო ერთმანეთის პოზიციები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა პრობლემა მკვდარი წერტილიდან დაიძრას. მე კვლავაც ვემხრობი ამას”.
აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა.