“არავინ უნდა იფიქროს, ომი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დატოვების გარეშე შეიძლება გადაწყდეს” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“რუსეთმა უნდა ისწავლოს სად არის მისი საზღვრები. საქართველოს პრობლემები მაგიდაზე უნდა იყოს, რადგან არავინ იფიქროს, თითქოს ეს ომი რუსეთის მიერ ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების გარეშე შესაძლოა გადაწყდეს”, – თქვა ზურაბიშვილმა.