“აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ არავის ვეჯიბრები. მე ვიცი მოსახლეობის განწყობები ჩემს მიმართ და ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის ყოველდღიური შეხვედრები, რომლებიც მაქვს თბილისის მოსახლეობასთან ფაქტობრივად ყველა რაიონში. უამრავი შეხვედრა, რომლებიც არ გამიწყვეტია მთელი ამ წლების განმავლობაში, ყოველთვის კომუნიკაცია მქონდა ადამიანებთან. ზოგადად, პოლიტიკოსისთვის რეიტინგი, მის მიმართ დამოკიდებულებები, განწყობები, იცით, რამდენად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა, რასაც მე, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვგრძნობ ქალაქში გადაადგილებისას და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს სიყვარული, ეს კეთილგანწყობა, რაც მოდის ამ ადამიანებისგან, დავუბრუნო მათ კონკრეტული, მაგარი გაკეთებული საქმეებით, რითაც იამაყებს ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი”

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე IRI-ის კვლევაზე საუბრისას, რომლის მიხედვით, ყველაზე მოწონებადი პოლიტიკური ფიგურა კახა კალაძეა.