“არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება” – ამის შესახებ ნათქვამია, 3 გამარჯვებული პროდასავლური პარტიის განცხადებაში.
როგორც პარტიები ამბობენ, “შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან არსებობს ერთადერთი გამოსავალი და ეს ახალი, სამართლიანი არჩევნებია”.
“ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი პრეზიდენტია, შესაბამისად, საქართველოს ლეგიტიმური წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილია. არ ვცნობთ, 14 დეკემბერს ივანიშვილის მიერ მიტაცებულ ე.წ. პარლამენტს, რომელსაც არც საერთაშორისო და, არც ჩვენი პოლიტიკური ლეგიტიმაცია აქვს, ჩანიშნულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს. არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება – ამდენად სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, თავდაცვის ძალების მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში. შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან არსებობს ერთადერთი გამოსავალი – ახალი და სამართლიანი არჩევნები. ვაფასებთ, საერთაშორისო პარტნიორების თანადგომას და ველით შემდგომ ქმედით და მკვეთრ ნაბიჯებს”, – ნათქვამია განცხადებაში.