არალეგიტიმურმა პარლამენტმა ”ოცნების” 8 წევრს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა

საქართველოს არალეგიტიმურმა პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე ოცნების რვა წევრს, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა.

მანდატები შეუჩერდათ :  ბიძინა ივანიშვილს, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს, პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილს, ანრი ოხანაშვილს, მაკა ბოჭორიშვილს, მარიამ ქვრივიშვილსა და დავით სონღულაშვილს.

მანდატების შეწყვეტის დადგენილების წინააღმდეგი არავინ ყოფილა.