ენმ-ს წევრი ზაალ უდუმაშვილი უარყოფს რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი და გიორგი გახარია ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდნენ.
„არანაირი შეხვედრა არ ყოფილა. ის, რომ ერთ ქალაქში აღმოჩნდნენ შემთხვევით და შესაძლოა ერთ სასტუმროშიც, ეს არ არ ნიშნავს იმას, რომ შეხვედრა შედგა. ვფიქრობ, ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ახალი ნარატივი იმის შესახებ, რომ მოხდეს თემის გადატანა სხვა მიმართულებით“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას პარტიისა და ნაციონალური მოძრაობის დელეგაციები ერთ სასტუმროში იმყოფებიან. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ამავე სასტუმროში ჩავიდა მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც გახარიასთან შეხვედრა გამართა, თუმცა ამას არ ადასტურებს არცერთი პარტია.