არანორმალურია ფქვილის, ტუალეტის ქაღალდის დაყრა, დაისჯებიან მკაცრად – შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ პოლიციელებისთვის ტუალეტის ქაღალდისა და ფქვილის შეყრა მიუღებელია.
“მინდა მადლობა მოვუხადო ყველა იმ პოლიციელს, რომელიც მართლა დგანან და ვაჟკაცურად ითმენენ. 3-4 დღე ეს ადამიანები გარეთ არიან, რომ ჩვენი და ჩვენ ოჯახის უსაფრთხოება დაიცვან და დგანან იქ, და უკაცრავად და ტუალეტის ქაღალდებს, ფქვილს აყრიან და კეტჩუპებს ასხამენ. ეს არის ყოვლად მიუღებელი, არც ვიცი რა დავარქვა. ეს არის ძალიან არანორმალური საქციელი, ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან მკაცრად და ყოველთვის მასე იქნება, ამას არ ვაპატიებთ არასდროს”, – თქვა გომელაურმა