“არასდროს დამიშვია, რომ “ოცნების” მორჩილებაშია,კარგად ვიცნობ პრეზიდენტს”- ეს განცხადება, ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ მთავარი არხის ეთერში გააკეთა.
“მე კარგად ვიცნობ პრეზიდენტს, ვინც ფიქრობს, რომ ის მორჩილებაშია მმართველი პარტიის, მე არასდროს არ დამიშვია ეს.მას შეუძლია იყოს დამოუკიდებელი, ასე ვიტყოდი. თუ არ უნდა, რომ იყოს დამოუკიდებელი, არ იქნება. მაგრამ მას შეუძლია იყოს დამოუკიდებელი, მე მას ვიცნობ კარგად, ბევრი წელი ჩვენ ერთად ვიყავით ოპოზიციაში”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.