არასრულწლოვანი, რომელიც ცოტა ხნის წინ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი ნახეს, სავარაუდოდ სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. ინფორმაციას ამის შესახებ, ტელეკომპანია ”მთავარი” ავრცელებს.
როგორც გოგონას ბაბუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი 13 წლის შვილიშვილი გასულ ზაფხულს გააუპატიურეს და ამ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციაც საქმის კურსში იყო და შესაბამისი ექსპერტიზაც ჩატარდა, თუმცა პასუხებმა დაიგვიანა, რასაც არასრულწლოვანი განიცდიდა.
გარდაცვლილი არასრულწლოვანი ბაბუამ იპოვა. მისივე ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადე დაკავებული არ ყოფილა.
შეგახსენებთ, სუიციდის ფაქტი ქობულეთში დღეს საღამოს დაფიქსირდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.