“ვიცი, რომ მისი [სააკაშვილის] მმართველობა დრო არ იყო სრულყოფილი. მე ვუსმენდი მის სიტყვას 2012 წელს, რომელიც ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებისთანავე გააკეთა. მან აღიარა ოპონენტების გამარჯვება და განსაკუთრებით მშვიდობიანად მოიქცა. და რა მოხდა შემდეგ? ის განდევნილად, კანონს მიღმა დარჩა. მას სასჯელი, ფაქტობრივად, სასამართლოს გარეშე მიუსაჯეს.
მას ყველა უფლება ჰქონდა, თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო. მე იმედი მაქვს ღია და გამჭვირვალე სასამართლო პროცესების. ვიცი, რომ შიმშილობს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ. ჩვენ, მისი მეგობრები ევროპარლამენტში შეშფოთებულები ვართ და ჩვენ ბევრნი ვართ.
მაგრამ ჩვენ უფრო მეტად საქართველოს მეგობრები ვართ და გვინდა, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ უნდა მართოს ქვეყანა. ჩვენი როლი არ არის ამის განსაზღვრა.
ახლა რაც ხდება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, არ არის სწორი. ჩემს გონებაში მაინც ჩნდება აზრი, ამის მიზეზია ის, რომ მას სძულს პუტინი. გთხოვთ დარჩით მტკიცედ. გთხოვთ გამონახოთ გამოსავალი. ეს თქვენი როლია და არა ჩვენი. ჩვენ შეგვიძლია ფასილიტაცია, თუმცა გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. ევროკავშირის, შარლს”
თქვა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ორგანიზებულ ვებინარზე.