“მანამ სანამ ეს ხელისუფლებაა და ეკონომიკური პოლიტიკა არ გვაქვს საერთოდ, ამ ქვეყანაში ფულს არავინ არ ჩადებს, ანუ არაფერი არ გვეშველება. არ გვეშველება სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება. შეიძლება ადამიანები ოცნებას ხმას აძლევდნენ იმიტომ რომ რაღაც ბენეფიტს დაპირდნენ მას, ან შეაშინონ, ან ეშინიათ ნაცების დაბრუნების, მაგრამ შეუძლებელია საღი აზრის მქონე ადამიანს ახლა სჯეროდეს, რომ 8 წლის განმავლობაში რაც ამ ხელისუფლებამ დამართა ეკონომიკას, ტვინი გადაუტრიალდებათ და ეკონომიკას ამოიყვანენ ამ წუპედან. შეუძლებელია! ეგ არის ზღაპარი. ერთადერთი შანსი, რომ ეს ქვეყანა დაიძრას და წინ სიარული დაიწყო ნელი ტემპით მაინც – ხელისუფლება უნდა შეიცვალოს”
განაცხადა “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში.