არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, გაფუჭებაში იცოცხლე, ბადალი არ ჰყავთ -სააკაშვილი ხელისუფლებაზე

“არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, გაფუჭებაში იცოცხლე, ბადალი არ ჰყავთ” – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ხელისუფლებას არაფერი ახლის შექმნა არ შეუძლია, თუმცა  გაფუჭებაში ბადალი არ ჰყავს. ის ასევე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდი გაყალბებისთვის ემზადება.ამის შესახებ მან  ქუთაისში მაჟორიტარი დაპუტატობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის წარდგენაზე ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

„ახლოვდება და იწყება დიდი ნაციონალური ტალღა. ეს არის აღმშენებლობის ტალღა, ჩემთვის მათ სამარცხვინო ნიმუშად რჩება ჩვენი სათაყვანებელი გელათი, არაფერი ახლის შექმნა და გაკეთება არ შეუძლიათ, სამაგიეროდ გაფუჭებაში იცოცხლე, ბადალი არ ჰყავთ. გელათის ცინკის სახურავი, ასევე ძროხებით შემორტყმული საქართველოს და არა ქუთაისის პარლამენტი, უამრავი სხვა მიშვებული, ჩამოძენძილი პროექტები, მათ შორის წყალტუბოში მსოფლიო კლასის სასტუმროები. რუდუნებით, მთელი მსოფლიო მოვიარე და ვთქვი, რომ სწორედ ქუთაისიდან იქნებოდა ყველაზე მაგარი სასტუმროები მსოფლიოში. ახლა ყველაფერი არის დანგრეული, გაჩერებული, ყველაფერი არის ამ 8 წლის უძრაობის სიმბოლო. ჩემთვის არის მხოლოდ ერთი ამბიცია – აღმშენებლობა, სწრაფი წინსვლა. მინდა ბოდიში ხელახლა მოგიხადოთ იმის გამო, რომ ამ დღეში აღმოვჩნდით, რადგან მეც ვხედავ ამაში ჩემს პასუხისმგებლობას. ვიცი, რომ 8 წელი, რომელიც დავკარგეთ, უნდა ავინაზღაუროთ მაქსიმუმ 2 წელიწადში, რადგან 4-ჯერ, 5-ჯერ მეტი სისწრაფით უნდა ვაკეთოთ ყველაფერი და ეს ასეც იქნება“,-განაცხადა საკააშვილმა.