არაჩვეულებრივი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი შეწყალების კომისიას აღადგენს – თუ მის თავმჯდომარედ დანიშნავს ეკა ბესელიას, ეს იქნება კატასტროფა, ეს იქნება კორუფციის მძვინვარება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.[…]ღმერთმა დაიფაროს, იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი ასეთ ძალიან დიდ შეცდომას არ დაუშვებს. ბესელია მთელი თავის ცხოვრება ფულს აკეთებდა პატიმრების ბედით ვაჭრობით. ერთხელ რომ რაღაცას გემოს გაუსინჯავ, მერე სულ გინდა, თან იოლად იშოვება იქ ფული, ნამუსი თუ არ გაქვს და შუბლის ძარღვი თუ გაქვს გაწყვეტილი. ერთი სული აქვს და უტრიალებს ამ ყველაფერს. სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ, კარგად დაფიქრდეს, ასეთ შარში თავის თავს, ქვეყანას, პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს ნუ გახვევს“
ასე ეხმიანება „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა შესაძლოა, შეწყალების კომისია აღადგინოს და მის თავმჯდომარედ ეკა ბესელია დანიშნოს.