არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში რუსებთან მოსალაპარაკებლად ჩამოვიდნენ – აზოვი

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი აცხადებს, რომ ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე, დავით არახამია და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი მზად არიან, ჩავიდნენ მარიუპოლში და რუსეთის წარმომადგენლებთან ევაკუაციის საკითხი განიხილონ.

“ჩვენ დღეს ვესაუბრეთ უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, დავიდ არახამიასა და მიხაილო პოდოლიაკს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მზად არიან მარიუპოლში მედინსკისთან და სლუცკისთან აქ დარჩენილი სამხედრო გარნიზონის ევაკუაციის მოლაპარაკებებისთვის ჩამოვიდნენ”. – თქვა პალამარმა ვიდეომიმართვაში.

მისივე თქმით, მარიუპოლში მყოფი ჯარისკაცები მზად არიან ევაკუაციისთვის, რათა გადავარჩინოთ პერსონალი, გამოიყვანონ დაჭრილები და დაღუპულთა ცხედრები, რათა ისინი უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაკრძალონ.

“მოვუწოდებთ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, შეუერთდეს უსაფრთხოების გარანტიებს.

ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის ფედერაციის მოთხოვნებს იარაღის ჩაბარებისა და ჩვენი დამცველების ჩაბარების შესახებ”,– აღნიშნა მან.