პარასკევს, საერთო უკრაინული ტელემარათონის ეთერში, რომელიც ტელეარხ “რადაზე“ გადაიცემოდა, რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა, რა პირობებია საჭირო იმისთვის, რომ რუსეთთან უკრაინის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართოს.
“მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, როცა ჩვენი პოზიცია გაძლიერებული იქნება. პირველ რიგში, ახლა ის შეიძლება იმის ხარჯზე გაძლიერდეს, რომ იარაღი, რომელსაც სულ გვპირდებიან საერთაშორისო პარტნიორები, ბოლოს და ბოლოს საკმარისი რაოდენობით ჩამოვა. ჩვენი შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან მის გამოსაყენებლად“– ამბობს არახამია.
მისი თქმით, მიუხედავად ქვეყნის აღმოსავლეთში ბევრი უკრაინული სოფლის დეოკუპაციისა, რუსულ არმიას კვლავ ოკუპირებული აქვს ბევრი დასახლებული პუნქტი, ამიტომ პაუზა მოლაპარაკებებში “საკმაოდ საფუძვლიანი“.
“სანამ ჩვენ ერთ ნაბიჯს წინ ვდგამთ – ორს კი უკან, ჯერ ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს მოლაპარაკებების გაგრძელების ინიცირებისთვის“–თქვა არახამიამ.