არგენტინაში, რომლის ეკონომიკა ეპიდემიამ ძლიერ დააზარალა, ახალი, ერთჯერადი გადასახადი შემოიღეს, რომელსაც უკვე უწოდეს მილიონრების გადასახადი.
მოქალაქეები, ვინც 200 მილიონ პესოზე (2.5 მილიონ დოლარზე) მეტ კაპიტალს ფლობენ, ვალდებული იქნებიან ეს გადასახადი გადაიხადონ. ასეთი კი არგენტინაში დაახლოებით 12 000 ადამიანია.
დამატებითი გადასახადი მედიკამენტების შესაძენად, მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმერაბლად და სხვა საჭიროებებისთვის დაიხარჯება.
ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს 300 მილიარდი პესო შეაგროვოს, თუმცა ოპოზიცია შიშობს, რომ ეს ნაბიჯი უცხოელ ინვესტორებს დააფრთხობს. გარდა ამისა, ოპოზიცია თვლის, რომ ერთჯერადი გადასახადით საქმე არ დამთავრდება.
არგენტინაში Covid19-ით თითქმის 1.5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 40 000.