ეს არ იყო მოულოდნელი, კარგი ინიციატივაა,- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ევროპარლამენტარების მზადყოფნას, ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ, რათა დაუყოვნებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდეს.
„ეს არი იყო მოულოდნელი, კარგი ინიციატივაა. ოღონდ ეს ადასტურებს, სამწუხაროდ კიდევ ერთხელ იმას, რომ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებაში, ბევრად უფრო ქვეყნისთვის ხელსაყრელი პოზიციების მოპოვების საშუალება არსებობდა. იქნებოდა ეს პოლიტპატიმრების თემა და გათავისუფლების გზები, თუ ვადამდელი არჩევნები. სამწუხაროდ, ჩვენმა პარტნიორებმა მაშინ შეთანხმების დადებამდე ეს შესაძლებლობები არ გამოიყენეს ბოლომდე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.