“არის შესაძლებლობა, რომ ლარის კურსი 2.5-2.8-ის ფარგლებში დასტაბილურდეს”- ამის შესახებ, ”ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ TV პირველთან საუბარში განაცხადა.
“გასული წლის დეკემბერში, იმ მონახაზით, რაც იყო, ვამბობდით, რომ 2022 წლიდან მოხდებოდა ეროვნული ვალუტის გამყარება, ინფლაციის მოთოკვა. ახლა უკვე მნიშვნელოვანია, ეს გამყარებული ლარი გადაიზარდოს იმაში, რომ ფასების სტაბილურობა დაიწყოს. 1 დოლარის ფასი 1.7 ლარი ვერ ვერ იქნება, ეს ვიცით და იცით, თავს ვერ მოვიტყუებთ. თუმცა, არის შესაძლებლობა, რომ ლარის კურსი დაახლოებით 2.5-2.8-ის ფარგლებში დასტაბილურდეს. გვაქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე წელს ინფლაცია იქნება 4-5%-ის ფარგლებში და ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ფასების სტაბილურობა მოხდეს ბაზარზე.”- განაცხადა ზარქუამ.