ამერიკელმა მსახიობმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა უკრაინელებს ევროვიზიის 2022 წლის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფის Kalush Orchestra-ის ახალი ვიდეოს დასაწყისში მიმართა.
ვიდეოს დასაწყისში შვარცენეგერი ამბობს: “განსაკუთრებით ახლა, ამ ძალიან რთულ დროს. ყველას შეუძლია ოცნება. და ყველას შეუძლია მისი ასრულება.”
ვიდეოს დასასრულს კი ის ვიზუალურადაც ჩნდება წარმოთქვამს სიმღერის სახელს უკრაინულად – “Shchedry Vechir”.