„ქართველი ხალხის პოლიტიკური და ეკონომიკური ბედი დღეს ჩამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტიანად და სრულად გავატარებთ 15 დეკემბრამდე ყველა რეფორმას. არსად, არავის არ ჩაუწერია, პაპუაშვილთან ისეირნეთ ყავის დასალევადო, არსად არავის ჩაუწერია, ელისაშვილს და ინჯიას დაუჯექით კომისიაშიო. ამ დალოცვილმა ხალხმა ჩაგვიწერა, გაატარეთ რეფორმაო. [..] ევროპას უნდა სისტემა, რომელშიც ხალხი ირჩევს მთავრობას, ცვლის მთავრობას და აკონტროლებს მთავრობას. შესაბამისად მართლმსაჯულების სისტემის, რეფორმა, დამოუკიდებელი ინსტიტუტები, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ეს არის ის იდეალები, რომლის გარეშეც ვერაფრით ვერ გადადგამ ნაბიჯს თუნდაც კანდიდატობისკენ, ეს აჩვენა, რა თქმა უნდა, მოლდოვამ და უკრაინამ და ეს ვერ ვაჩვენეთ ჩვენ. ჩვენ ვაჩვენეთ ყაველაშვილი, ჩვენ ვაჩვენეთ ბუნდოვანება, ჩვენ ვაჩვენეთ ირაკლი ზარქუა, ჩვენ ვაჩვენეთ ორაზროვნება უკრაინის საკითხთან მიმართებაში, როდესაც ჩვენ უნდა ვყოფილიყავით პირველი სახელმწიფო, რომელიც გამოვიდოდა და პრინციპულ პოზიციას დააფიქსირებდა”.

ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.