კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 15:53

არსად წასვლას არ ვაპირებ – ნიკა გვარამია

“არსად წასვლას არ ვაპირებ”- ასე ეხმაურება, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარმაია, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ რომ ის თანამდებობას ტოვებს და მის ადგილს დიმიტრი შაშკინი იკავებს. გვარამიას თქმით, აღნიშნული ინფორმაცია, ტელევიზიის შიგნით არაჯანსაღი გარემოს შესაქმნელად არის გამოყენებული. 

”მეგობრებო, ყველას რომ ცალცალკე არ გავცე პასუხი, აქ დავწერ:
იმას რომ თავი დავანებოთ, რომ სრული აბსურდია, არსად წასვლას არ ვაპირებ და თან ეს ინფორმაცია ცალსახად გამიზნულია ჩვენი არხის შიგნით არაჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, მინდა დავამშვიდო ყველა – მტერიც და მოყვარეც – სუფთა ტექნიკურადაც წილების კომპოზიციის და წესდების გათვალისწინებით, ჩემი გათავისუფლება ჩემივე თანხმობის გარეშე, შეუძლებელია
ასე რომ, ტყუილად სულელურ მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებთ ნურც საკუთარ თავს და ნურც სხვას ჩააგდებთ უხერხულ მდგომარეობაში”- წერს ნიკა გვარამია.