ზაზა გახელაძე თავისუფალია. მან მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა:
“კარგად ვარ, არ ველოდებოდი ნამდვილად დღეს, რომ ასე მოხდებოდა. ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით კარგად ვარ. დღეს კარგად არის ყველაფერი. მივესალმები აქედან [ოჯახს]. დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილები მიყურებენ და მოდი, ხვალ, ზეგ, მაზეგ [გაგესაუბრებით]. არსად წასვლას აღარ ვაპირებ, არც აქ წამოვედი ჩემი ნებით, მაგრამ…”,– აცხადებს გახელაძე.
უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა დღეს შეიწყალა.
ბიბილოვის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და ამოქმედდა. ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
სააგენტო “რეს”-ის ცნობით, გახელაძე ქართულმა მხარემ ვინმე ვ. გობოზოვის გაცვლის შემდეგ გაათავისუფლა, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს სპეციალური სამსახურების მიერ ზემო ლარსის ნეიტრალური ტერიტორიაზე იყო დაკავებული და სასჯელს იხდიდა.