“დღეს არჩევანი არის ძალიან მარტივი როგორც კანდიდატებს შორის, ასევე ორ პოლიტიკურ ძალას შორის. ერთ მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება არეულობას, ქაოსს, მეორე მხარეს არის პარტია, რომელიც ჰპირდება სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას. თბილისის შემთხვევაში ერთ მხარეს არის კანდიდატი, რომელსაც არაფრით გამოურჩევია თავი, გარდა იმისა რომ კომპანიებს აკოტრებდა, იჭრებოდა სახელმწიფო ინსტიტუების შენობებში და ხულიგნობდა გამუდმებით. მეორე მხარეს არის კანდიდატი, რომელიც 4 წელი ზრუნავდა თბილისის განვითარებაზე და აქვს განვითარების კონკრეტული გეგმა შემდეგი 4 წლისთვის. ამიტომ მგონია არჩევანი არის ძალიან მარტივი და შესაბამისი არჩევანი გავაკეთე მეც”
განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ.