”ჩემი მიზანი სისტემის ცვლილებაა
ხელისუფლების ცვლილების გარეშე ეს არ გამოვა, მაგრამ არც მაშინ გამოვა რამე თუ ერთ უპრინციპო ძალას მეორე შეცვლის, მესმის ეს.
რა სტრატეგიაც არ უნდა მოიფიქროთ ხელისუფლების შესაცვლელად, ხალხთან საუბრის და რაღაცების ახსნის გარეშე არაფერი გამოვა.
ქართული ოცნების გამარჯვება ისაა 100 000 გაბრაზებულ კაცთან გამსვლელი და დამლაპარაკებელი პოლოტიკოსი რომ ვერ მოვძებნეთ ოპოზიციაში.
ეს სანამ არ გამოსწორდება არაფერი გვეშველება, არც ერთი მესიჯი ან ერთობა ვერ გამოასწორებს ამას. გირჩი არის ის ძალა ვისაც სწორი მიდგომის შემთხვევაში შეუძლია ოცნების პროპაგანდა მუხლზე გადაიმტვრიოს და ყველას ელაპარაკოს, რაღაცები აუხსნას და დააჯეროს.
ვისაც გგონიათ ერთობა ხელისუფლების შეცვლის გასაღები, უნდა იცოდეთ, რომ შეუძლებელია დღეს ისეთი ოპოზიციური ერთობის შექმნა, რომელიც ბიძინას დაამარცხებს.
მე ჩემი რესურსების ამ ხალხის გასაერთიანებლად ხარჯვას არ ვაპირებ, არც ჩემი პარტია აპირებს ამას
რასაც ვაპირებთ არის ჩვენი მხარდამჭერების გაზრდა, რომ მეტი შანსი გვქონდეს შევცვალოთ რაღაცები სასიკეთოდ.
რაღაც საკითხებში ჩვენსკენ მყოფ ხალხთან ვითანამშრომლებთ და დავეხმარებით ერთმანეთს, ასეთი ამბავია 24 თებერვლის აქცია მაგალითად. მაგრამ არჩევნებზე ერთად გასვლა, ერთი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ გაერთიანება და ა.შ. არ განიხილება.
არ ვიცი რა იქნება ზეგ, მაგრამ ვიცი რომ ნებისმიერ შემთხვევაში უფრო მეტი უნდა ვიყოთ და არავიზე უნდა ვიყო დამოკიდებული.
ტრა*ი უნდა დაიდოს ქართულ პოლიტიკაში და არ ვიცი ვინ იზამს ამას თუ არა გირჩი. ”
წერს Facebook-ზე გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი, ბორის ჩელე ყურუა.