“ყველანაირი პრევენციული ზომების დაცვით უნდა ჩატარდეს არჩევნები 2 რიცხვში. მე ვფიქრობ, რომ ეს თემა არის შემოგდებული ქართული ოცნების მიერ. ქალბატონი ლომჯარია ვალდებულია, გაამახვილოს ყურადღება ასეთ საკითხებზე, მაგრამ უფრო ადრე პარტია “სტრატეგია აღმაშენებელმა”, თუ “მესამე ძალამ” გააჟღერა ეს საკითხი გადადებასთან დაკავშირებით.
ეს ოპოზიციიდან მოდის, ყოველ შემთხვევაში, არც ნაცმოძრაობიდან მოდის, არც გირჩიდან, არც დროადან… [არჩევნების გადადება] აწყობს მმართველ გუნდს და მათი შემოგდებულია ეს თემა. თვითონვე უპასუხეს, რომ არ გადავდებთქო, მაგრამ, როგორც ჩანს, უნდათ, რომ გადადონ.
ისინი ყველაფერზე მიდიან, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება. 32%-დან მაქსიმუმ 35%-მდე აქვთ ადმინისტრაციული რესურსის ჩათვლით, ავტობუსებით რომ მასწავლებლები ზიდონ, 35%-ს ვერ გაცდებიან. აქედან გამომდინარე, უჭირთ ჩატარება ამ არჩევნების. თან ეს არჩევნები უნდა ჩაატარონ მეტნაკლებად გაყალბების გარეშე, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვონ”
განაცხადა პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ თავმჯდომარემ, კახა ოქრიაშვილი TV პირველის ეთერში.