“ამ ადამიანებს, ამ მებრძოლებს დავპირდეთ, რომ როგორც კი ჩატარდება არჩევნები და იქნება ახალი ხელისუფლება, მათ დაუწესდეთ შეღავათები. ხდება ბევრ ქვეყანაში, ომების ვეტერანებისთვის, ეს არის ჩვენი დღევანდელი ომი, ქართლი ოცნება, რომელიც გვპირდებოდა მშვიდობას, გამოუცხადა ომი თავის მოსახლეობას და ვართ ომში და ესენი არიან ჩვენი ხვალინდელი ვეტერანები, ახალგაზრდა ვეტერანები, მაგრამ უნდა მივხედოთ მათ და მართლაც დავუწესოთ ვის სტიპენდია, ვის შემდეგ მივცეთ პრიორიტეტი, როცა ლაპარაკი იქნება საჯარო სამსახურში შესვლასა თუ დაბრუნებაზე, მერე შეიძლება ვიფიქროთ, რა ტიპის შეღავათები იქნება ეს”,

განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი დღეს რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებს შეხვდა.