არჩევნებში ხმათა 40% – ის მიღების შემთხვევაში, ვერც ერთი პარტია ვერ აიღებს 75 მანდატზე მეტს , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვისას განაცხადა.
„40%-იანი ჩამკეტი ნიშნავს იმას, რომ თუ მაგალითად, პოლიტიკურმა პარტიამ აიღო ხმების 40%, ამ შემთხვევაში, თეორიულად ამ სისტემით მას შეიძლება, პარლამენტში 75 მანდატზე მეტი ერგოს, თუმცა ჩამკეტი გულისხმობს იმას, რომ ხმათა 40%-ით ვერცერთ შემთხვევაში ვერ აიღებს პარტია 75 მანდატზე მეტს, რაც არის აბსოლუტური უმრავლესობა, ანუ მანდატების 50%-ზე მეტი. ეს რეგულაცია ჩაიდო ოპოზიციის რეკომენდაციის გათვალისწინებით. 120/30-ის პირობებში რეალური აქტუალობა დაკარგული აქვს ამ ჩამკეტს, თუმცა თავისი დატვირთვა შეიძლება, ჰქონდეს, გარკვეული თეორიული ვარიანტის შემთხვევაში“, – განაცხადა კობახიძემ.