არც კი დაელოდნენ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას, ისე დააანონსეს აქცია – პაპუაშვილი

“არც კი დაელოდნენ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას, ისე დააანონსეს აქცია” – აცხადებს “ქართული ოცნების”  საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი დღეს, პარლამენტთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, სადაც მოქალაქეები არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ და სამოქმედო გეგმის წარადგენს ნიკა მელია.

“ობიექტური საერთაშორისო დამკვირვებლების მოსაზრების გაცნობამდე ნაციონალურმა მოძრაობამ, ერთი საათით ადრე დააანონსა, რომ ისინი აპირებენ აქციების მოწყობას. ესეც აჩვენებს კიდევ ერთხელ სწორედ იმას, რასაც ეუთო/ოდირი საუბრობს, რომ ეს პოლარიზაცია, მიუღებლობა სხვისი აზრის და ზოგადად, ობიექტური ჭეშმარიტებების აღიარების შეუძლებლობა, რომელიც ახასიათებს ნაციონალურ მოძრაობას, ვნებს საერთო ჯამში ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს. არც კი დაელოდნენ სადამკვირვებლო მისიების შეფასებას, თავისი აღქმებით, თავისი დამოკიდებულებებით, თავისი სურვილებით ხელმძღვანელობენ და დააანონსეს აქცია”, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.