“არც მელიტონ ქანთარიას ჰქონდა ვიზა, თუმცა დანიშნულების ადგილას ჩავიდა” – ასე ეხმაურება, ძალადობრივი და პუტინისტური ალტ-ინფოს ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია, ევროპარლამენტის LGBT+ უფლებებზე მომუშავე ჯგუფის მიერ გავრცელებულ წერილს, სადაც ისინი Pride Fest-ის დარბევაში მონაწილე სუბიექტების დასანქცირებას ითხოვენ.
”ევროპაში ხშირად დავდივარ და მაგის პრობლემა არ მაქვს, ეს დროებითი იქნება. საქმე საქმეზე რომ მიდგა, არც მელიტონ ქანთარიას ჰქონდა ვიზა, მაგრამ დანიშნულების ადგილას ჩავიდა. ამიტომ, მეც მოვიფიქრებ რამეს […] როცა ამ ბრძოლაში ვართ, ეს მოსალოდნელი იყო და არის. არ ვიცი, კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებაზე რა რეაგირება იქნება, მაგრამ ბიზნესის მიმართულებით მე არაფერი პრობლემა არ და ვერ მექნება. ამაზე ვიზრუნე და არც ვმალავ, რომ ჩემს სახელზე არაფერი არ არის. თუ მოგზაურობაზეა საუბარი, ლათინურ ამერიკაში ბევრად უფრო კარგი კლიმატი და ბუნებაა და წავალ, იქ დავისვენებ. რა პრობლემაა”.-ამბობს მორგოშია.