“არც პატრიარქი, არც მეუფე სპირიდონი ჩემს საქმეში არ ჩაერევა ” – ნინოწმინდის პანსიონის ახლადდანიშნული დირექტორი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ის დამოუკიდებლად იმოქმედებს. მისი თქმით, პანსიონის ადგილზე დღის სკოლა გაიხსნება, თავად დაწესებულება კი მცირე ზომის სახლად გადაკეთდება. ასევე აღსანიშნავია რომ მეუფე იაკობმა, პანსიონის 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა და მხოლოდ 19 აღმზრდელი დატოვა.
„მიწას გამოგვიყოფენ და დავიწყებთ. სახელმწიფომ უნდა გამოგვიყოს, რა თქმა უნდა. 1000 და 1500 კვადრატამდე დაგვჭირდება თითო სახლისთვის. ეს ჩვენი სახლებისთვის ხომ არ გვინდა?ხელისუფლების ევროკავშირის, გაეროს ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-ისგან სრული თანხმობაა. რჩევებს და რეკომენდაციებს ყველაფერს გავითვალისწინებთ. არც პატრიარქი, არც მეუფე სპირიდონი და არავინ ჩემს საქმეში არ ჩაერევა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.