“არცერთი 8 აგვისტო არ ყოფილა, რომ მთავრობას პატივი არ მიეგო ომის გმირებისთვის”- ამის შესახებ, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს.
არცერთი 8 აგვისტო არ ყოფილა, როდესაც საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობა, ასევე, დევნილობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიის მთავრობა არ მისულიყო და პატივი არ მიეგო პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც თავი შესწირა ჩვენს სამშობლოს და მათი შვილებისთვის, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ მათ ჰყავდათ გმირი მამები, გმირი დედები და ისინი, ვინც მუდმივად იქნებიან ჩვენს ეროვნულ მეხსიერებაში, – ამბობს თეა წულუკიანი.
2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა.170 სამხედრო მოსამსახურე, შსს-ს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა კი ჯამში 2 232-ია.