ასაცრელად მისულ მოქალაქეებს რესპუბლიკურში ვაქცინა არ დახვდათ

რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასტრაზენეკას განმეორებით ვაქცინაციისთვის მისულ მოქალაქეებს სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინა არ დახვდათ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმა დრეს ბოდიში მოიხადა, მინისტრის მოადგილემ კი ყველაფერი ლოჯისტიკურ პრობლემებს დაუკავშირა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, შესაძლებელია გვქონდეს გარკვეული შეფერხებები:

“ჩვენ ხვალისთვის ველოდებოდით „ასტრაზენეკას” ვაქცინას და ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული იმ დოზების, რაოდენობის შემოსვლა, რომელიც ხვალ უნდა შემოსულიყო ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია გვქონდეს გარკვეული შეფერხებები. მაგრამ, ეს არ მოქმედებს სამედიცინო დახმარების ხარისხზე” – ამბობს გამყრელიძე